როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი ტრაპიდან და ნიჟარიდან-მარტივი ხერხი

12 Apr 2021 21:29

ჩვენს ბინებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა უსიამოვნო სუნი აბაზანაში ან სამზარეულოში.


პრობლემას ნებისმიერ დროს შეიძლება გადავაწყდეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გარეთ ცხელა ან წვიმს. ჰაერის გამწოვი ხშირ შემთხვევაში არ შველის და ზოგჯერ პირიქით უფრო ამძაფრებს კიდეც სუნს.


ქიმიური საშუალებები ხშირ შემთხვევაში პრობლემას შველის, მაგრამ ეკოლოგიური თვალსაზრისით არც თუ სასარგებლოა და ამასთანავე არც თუ იაფი ღირს.


საბედნიეროდ, არსებობს ამ პრობლემის გადაწყვეტის საკმაოდ მარტივი და იაფი ხერხი.

ეკოლოგიური ფილტრაციისთვის სულ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ:

100 გრ საჭმელი სოდა
1 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი
500 მლ. წყალი


აადუღეთ წყალი, ადუღებულ წყალს დაუმატეთ თეთრი ღვინის ძმარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ ჩაყარეთ სოდა ნიჟარის ან ტრაპის მილსადენში და დაუყოვნებლივ დაასხით ძმრიანი ცხელი წყალი. ნარევი დაიწყებს შიშინს, მაგრამ არ ინერვიულოთ, ასეც უნდა იყოს! გააჩერეთ ასე დაახლოებით 1 საათი და შემდეგ გამდინარე წყალი მიუშვით(სასურველია ცხელი) სახლიდან უსიამოვნო სუნი გაქრება!


intermedia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი