რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით წყვეტს

13 Apr 2021 09:32

რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.


მისი თქმით, შეზღუდვა 15 აპრილს ამოქმედდება და 1 ივნისამდე დარჩება ძალაში.


”მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთის საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის აეროპორტებში, და პირიქით, რეგულარული და ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ 15 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით, გარდა იმ ფრენებისა, რომლებიც აუცილებელია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში კომპანია Concern Titan-2-ისმონაწილეობისთვის და თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ჩამოსაყვანად,”- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ მოსკოვიდან სტამბოლამდე და სტამბოლიდან მოსკოვამდე კვირაში მხოლოდ ორი რეისი დაიშვება.


გოლიკოვამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთის გარდა რუსეთი ავიამიმოსვლას ტანზანიასთანაც წყვეტს.


მისი განმარტებით, ტანზანიასა და თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა მაშინ განახლდება, როდესაც ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია სტაბილური გახდება.




კომენტარები:

ფართი შოპი