დავიწყებთ მასობრივად... დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა ავცრათ - რა გეგმა გაასაჯაროვა გამყრელიძემ?

13 Apr 2021 10:36

ივლისიდან ქვეყანაში იგეგმება მასობრივი იმუნიზაცია, როდესაც ჩვენ დღეში უნდა გავაკეთოთ 10 000-დან 15 000-მდე აცრა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ივლისის შემდეგ ექვსი თვის მანძილზე ქვეყანა უნდა „გავიდეს იმ სამიზნეებზე, რასაც ითვალისწინებს ეროვნული გეგმა“.


გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, ამჟამად ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ორ მთავარ მწარმოებელთან მიმდინარეობს.


„ეს არის „ნოვავაქსი“, ამერიკული კოპანია, რომლის ვაქცინაც ბაზარზე ივნის-ივლისში გამოჩნდება, და ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ფაიზერთან“ 1 მლნ დოზა ვაქცინის მოწოდებაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.


მისივე თქმით, მოლაპარაკებების კუთხით ქვეყანა უფრო წინაა „ნოვავაქსთან“. რაც შეეხება „ფაიზერს“, ჯერ ნაკლებად ცნობილია, თუ როდის მოხდება ვაქცინის მოწოდება, თუმცა, ეს დიდი ალბათობით ივლისიდან იქნება.


რეზონანსი 




კომენტარები:

ფართი შოპი