როგორ უნდა აღადგინოთ და გამოკვებოთ თმის დაზიანებული ბოლოები

13 Apr 2021 11:17

თმას ისეთივე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, როგორიც სახის ან თვალის გარშემო კანს, რადგან მასზე ცუდი გავლენა შესაძლოა, ბევრმა გარემოებამ მოახდინოს, მათ შორის, ამინდმა, არასწორმა დავარცხნამ, თმის მოვლის საშუალებების არასწორმა შერჩევამ, ხშირმა შეღებვამ და ასე შემდეგ.


თმა კვირაში 2-3ჯერ უნდა დაიბანოთ. მზიან და სუსხიან ამინდში, სასურველია, თუ ქუდის გარეშე არ ივლით. თმა არ დაივარცხნოთ მანამ, სანამ კარგად არ გაშრება. და რაც მთავარია, სწორად უნდა შეარჩიოთ თმის მოვლის საშუალებები. თმის ხშირი ღებვა არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით იმ საღებავებით, რომლებიც შეიცავენ ამიაკს. სხვადასხვა ფერზე ხშირად შეღებვა თმას სტრესს აყენებს, ზიანდება მისი სტრუქტურა, კარგავს ელასტიკურობას, შრება, უხეშდება და ძირები გაყოფას იწყებს.


როდესაც თმა უხეშდება და ბოლოები გაყოფილია, მას იჭრიან და გამოსავალს ამაში ხედავენ, თუმცა, მათი აღდგენა სავსებით შესაძლებელია.


თმის ზრდის სტიმულირებისათვის არაჩვეულებრივია კოსმეტიკური ზეთები, კვებისა და აღდგენისთვის კი – A, B და C ვიტამინები. ამ ვიტამინების თითო ამპულა გადაურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ კოსმეტიკური ზეთი და შეიზილეთ თმაში ძირებიდან ბოლოებამდე. 10 წუთის განმავლობაში ნაზი მოძრაობებით დაივარცხნეთ თმა, რათა თავის კანში სისხლის მიმოქცევის სტიმულირება მოხდეს. სასურველია, რაც შეიძლება, დიდხანს დაიტოვოთ ნიღაბი თმაზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და თქვენი თმის ტიპის შესაბამისი შამპუნით. თმა რბილი და მორჩილი გახდება, შეწყდება ცვენა და დაზიანებული ბოლოებიც აღდგება.


დაზიანებული თმისა და გაყოფილი ბოლოებისთვის განსაკუთრებით კარგია ქოქოსის, აბუსალათინის, ჟოჟობასა და ზეთისხილის ზეთების გამოყენება. კერძოდ:


* ქოქოსის ზეთის მთავარი ფუნქციაა თმის დაცვა. თმის ბოლოები, ძირითადად, თმის საშრობი საშუალებების გამოყენების შედეგად იწვება. ზედმეტი თერმული დამუშავება თმას აზიანებს. ქოქოსის ზეთი ქმნის დამცავ ფარს, რომელიც ბოლოების დამწვრობას თავიდან აგარიდებთ;


* აბუსალათინის ზეთი თავიდან აგარიდებთ თმის მტვრევადობას. გამოყენებისას დაიტანეთ მთლიანად თავზე – ძირებიდან დაწყებული. შედეგად უფრო ხშირ და ძლიერ თმას მიიღებთ;


* ჟოჟობას ზეთი ეფექტური საშუალებაა თმის ცხიმიანობას წინააღმდეგ. მისი პერიოდული გამოყენება თავიდან აგარიდებთ ცხიმიან და პრიალა თმას;


* ზეთისხილის ზეთი ძალიან სასარგებლოა გამომშრალი თმისთვის. მისი შემადგენლობა ხელს უწყობს თმის დატენიანებასა და საჭირო ვიტამინებით გამდიდრებას.


თუ თმის ბოლოები გაყოფილია და გაუხეშებული, კარგია არაჟნისა და კვერცხის მკვებავი ნიღაბი, რომელიც თმის სწრაფ და ეფექტურ ზრდას განაპირობებს. ამ ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ.


თბილისელები 



კომენტარები:

ფართი შოპი