„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იმყოფებიან. მელიას სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.
ipn.ge