შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკისშეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა.
თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს დირექტორი - რებეკა ჰანტი და სხვა წარმომადგენლები.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით.