მე მგონია, რომ ნიკას დღეს გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი დღეს შავ დღეშია და მას სხვა გამოსავალი არ აქვს.
„ნიკას გათავისუფლების მოლოდინი მაქვს, იმიტომ, რომ მთავრობა შავ დღეშია, სხვა გამოსავალი მთავრობას არ აქვს. ზეწოლა ევროკავშირიდან, ამერიკიდან, ხალხისგან ძალიან დიდია და ყველაზე კარგი გამოსავალია მთავრობისთვისაც და ყველასთვის, რომ ნიკა გარეთ იყოს. მართალია, მთავრობისთვის ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მგონია, რომ მთავრობაში მოიძებნება ერთი-ორი ჭკვიანი ადამიანი მაინც, რომელიც ამას გაანალიზებს. სხვა გამოსავალი არ იქნება, სულ იქნება ასეთი დაძაბულობა. შეუძლებელია ამ რეჟიმში ადამიანმა იცხოვროს“,- განაცხადა ანზორ მელიამ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდიანრეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.