მელიას პატიმრობა ყოველდღე უჯდება ძალიან ძვირი ხელისუფლებას - ოქრუაშვილი

13 Apr 2021 14:50

"მელიას პატიმრობა ყოველდღე უჯდება ძალიან ძვირი ხელისუფლებას" - ეს განცხადება პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, ტვ პირველთან გააკეთა. ოქრუაშვილის აზრით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ხელისუფლებამ მელია სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს. 

ნიკა მელიას პატიმრობა ყოველდღე უჯდება ძალიან ძვირი ხელისუფლებას და ქვეყანას რეპუტაციულად, დასავლეთში საკმაოდ შელახული გვაქვს სახელი. ბუნებრივია,ამ კრიზისის განმუხტვის საშუალება არის პოლიტპატმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. რაც მალე გაათავისუფლებენ ნიკა მელიას, მით უკეთესი ქვეყნისთვის. თითქოს, მელია არ იხდის გირაოს და ამიტომ არ ათავისუფლებენ, ეს არის აბსურდი, შეუძლებელია, გირაოს გადახდით პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ხელისუფლებამ უნდა მონახოს სხვა იურიდიული მექანიზმი მისი გათავისუფლების მიზნით - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი. 


ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11 საათზე დაიწყო. პროცესზე გაირკვევა, დატოვებს თუ არა მელია საპატიმროს. საქალაქო სასამართლოს ეზოში მელიას საგულშემატკივროდ ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები არიან შეკრებილები.   


tv.პირველი




კომენტარები:

ფართი შოპი