არ უნდა ციხიდან გამოსვლა, როგორც ჩანს, კარგად გრძნობს თავს - ოხანაშვილი მელიაზე

13 Apr 2021 16:44

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა არ სურს და როგორც ჩანს, იქ თავს კარგად გრძნობს.

"ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა სრულად მასზეა დამოკიდებული, იმ სამართლებრივი პროცედურის განხორციელება, რაც უნდა განახორციელოს ბრალდებულმა. წარმოუდგენელი რამ არის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართველი ადამაინი, და არა მხოლოდ ქართველი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრას და "ქართული ოცნების" პირობებში ნიკანორ მელია, "ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური თავმჯდომარე, ციხიდან არ გამოდის, არ უნდა ამ ადამიანს ციხიდან გამოსვლა, როგორც ჩანს, კარგად გრძნობს თავს", - თქვა ანრი ოხანაშვილმა. 

დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში თბილისის საქალაქო სასამართლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პროცესი უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. პროცესს თავად ნიკა მელიაც ესწრება.

ენმ-ის თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 17 აპრილს ეწურება, ამიტომ მოსამართლე ვალდებულია, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს. 


მთავარი არხი 



კომენტარები:

ფართი შოპი