სავარაუდოდ მესამე ტალღა დაიწყო, კლინიკაში მომართვიანობამ იმატა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსს" განუცხადა.
„ვაქცინაცია პანდემიას დაამარცხებს. პანდემია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყველამ ერთი მიზანი უნდა დაისახოს, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვქონდეს. ვაქცინა არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია მოსახლეობის სიცოცხლის შენარჩუნება", - განაცხადა ლევან რატიანმა.