დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

14 Apr 2021 11:38

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.


კოდუას უფლებადამცველის, მუხრან ღურწკაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და წარდგენილი ბრალი თავიდან ბოლომდე აბსურდულია.


როგორც ღურწკაიამ ზაჰესში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, საქმის მასალებს დეტალურად გაეცნო და არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს დაადასტურებს.


შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




კომენტარები:

ფართი შოპი