თურქეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, რუსი ტურისტებისგან საქართველოში დასვენებაზე მოთხოვნა 130%-ით გაიზარდა - რას წერს რუსული გამოცემა?

14 Apr 2021 13:33

გა­ზეთ "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და­ში" («Комсомольская правда») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "თურ­ქე­თის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ რუსი ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან ეგ­ვიპ­ტე­ზე და კვიპ­როს­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და“, რო­მელ­შიც რუსი მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მარ­შრუ­ტე­ბია გან­ხი­ლუ­ლი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.


გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის მოკ­ლე ში­ნა­არსს:


"თურ­ქეთ­თან ავი­ა­მი­მოს­ვლის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ რუს­მა ტუ­რის­ტებ­მა შემ­ცვლე­ლი ქვეყ­ნე­ბის ძებ­ნა და­ი­წყეს. წინ სა­მა­ი­სო დღე­სას­წა­უ­ლე­ბია და მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს სურთ "გრძე­ლი გა­მო­სას­ვლე­ლი დღე­ე­ბი“ სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ: რა­ტომ უნდა იჯდე აგა­რაკ­ზე, როცა შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი ზღვის ნა­პირ­ზე ისე­ირ­ნო.


კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის დროს რუ­სე­ბი­სათ­ვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ღია ქვეყ­ნე­ბი­სა­კენ ავი­ა­ბი­ლე­თებ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. სა­მოგ­ზა­უ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სის OneTwoTrip-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას“ მო­უმ­ზა­დეს იმ კუ­რორ­ტე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის სია, რომ­ლებ­საც ტუ­რის­ტე­ბი თურ­ქე­თის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად თვლი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე შე­ე­ხე­ბა იმ მოგ­ზა­უ­რებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თებს ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში თვი­თონ ყი­დუ­ლო­ბენ.


რო­გორც სიის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, 13 აპ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით, რუ­სე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ეგ­ვიპ­ტის, კვიპ­რო­სის, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა რიგი ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ში­და­რუ­სუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის მი­მართ მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი მო­თხოვ­ნა არ გა­მო­ხა­ტუ­ლა.


აი, ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რუს ტუ­რის­ტებს აინ­ტე­რე­სებთ და ავი­ა­ბი­ლე­თებს იძე­ნენ თურ­ქე­თის და­ხურ­ვის შემ­დეგ: ეგ­ვიპ­ტე - ზრდა 250%; კვიპ­რო­სი - 150%; არა­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი - 130%; სა­ქარ­თვე­ლო - 130%; ბე­ლა­რუ­სი - 110%; სა­ბერ­ძნე­თი - 50%; სომ­ხე­თი - 30%. წყა­რო.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი