„მინდა, ყველას ვთხოვო, სახლში თუ სამსახურში, ერთი ფანჯარა სულ იყოს გაღებული“ - ბიძინა კულუმბეგოვი

14 Apr 2021 13:52

ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდვითარების ფონზე აუცილებელია ნებისმიერი ოთახის ერთი ფანჯარა მაინც, ყოველთვის იყოს ღია.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოთახში ჰაერი ცირკულირებდეს.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცირკულაციის და ბუნებრივი ვენტილიაციის საშუალებები გავაჩინოთ. გარეთ რაც მეტ დროს გავატარებთ, ვირუსს ასეთი მასშტაბის გავრცელება არ ექნება",- განაცხადა კულუმბეგოვმა.


მისივე თქმით, ისეთ სივრცეებში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, მოქალაქეებმა ორმაგი პირბადე უნდა ატარონ.


„ვერ წარმომიდგენია, ამ მესამე ტალღის გადავლა სრულად მოხერხდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღების გარეშე. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ვისურვებდი, მოსახლეობაც დაეხმაროს საკუთარ თავს პირბადის ტარებით. 95% არის სინგაპურის მაჩვენებელი, სადაც ამ ორგანიზებულობის გამო, პანდემია პრაქტიკულად, ყოველგვარი ტალღების გარეშე იმართება. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ვატაროთ პირბადე. 60 წლის ზემოთ ადამიანებმა უნდა ატარონ სამედიცინო, ან ქირურგიული პირბადე და ნებისმიერ ასაკში, როდესაც ერთი ქრონიკული დაავადება მაინც გვაქვს. თუ ამდენი სამედიცინო პირბადის შეძენის შესაძლებლობა არ გვაქვს, თუ ადამიანი ჯანმრთელია და 60 წლის ქვემოთ ასაკისაა, სახლში ნაჭრის სამშრიანი პირბადის დამზადებაც შეიძლება, რომელიც დღეში ერთხელ, 60 გრადუსზე უნდა გაირეცხოს", - განაცხადა კულუმბეგოვმა.




კომენტარები:

ფართი შოპი