არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ნერვიულობენ, რომ არ დაკარგონ ის ადგილი, რაც ოპოზიციას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში ეკუთვნის

14 Apr 2021 15:44

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ნერვიულობენ, რომ არ დაკარგონ ის ადგილი, რაც ოპოზიციას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში ეკუთვნის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი არ არის.


„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ყველას, ჩვენს კონკურენტებს ვაჩვენებთ, თუ რა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ისინი ნერვიულობენ. გუშინ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებიც. მესმის, ისინი ნერვიულობენ, რომ არ დაკარგონ ის ადგილი, რაც ოპოზიციას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში ეკუთვნის, თუმცა ძალიან იაფფასიანად ცდილობენ, ამას ადვილი, უპასუხისმგებლო არგუმენტი მოუძებნონ, თითქოს გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ პროექტი. მერწმუნეთ, ეს ასე არ არის და დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.


თუ ვნახავთ რა პოლიტიკურ პარტიას ქმნიან ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგები, რა იქნება მათი პლატფორმა, რა მიზნებს ჩამოაყალიბებენ ისინი, უფრო დარწმუნდებით, რომ ოპოზიცია ტყუილად არ ნერვიულობს. რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ გიორგი გახარიამ თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების უკან, რომელიც საზოგადოებას მივეცით. გარწმუნებთ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“,-განაცხადა თალაკვაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი