შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

14 Apr 2021 17:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში

მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1942 წელს

დაბადებული დ.მ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ

ჩადენილი განზრახ მკვლელობა მცდელობა ედება ბრალად.


დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ხობის

მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილიშვილს - 1997 წელს

დაბადებულ მ.გ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა

უტარდება.


სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხობის

მუნიციპალიტეტში დააკავეს.


პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის

მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2

ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი