ბექა ლილუაშვილი - ნიკანორ მელია ბრალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღების ორგანიზებაში, როგორ არის პოლიტპატიმარი აბა?!

14 Apr 2021 17:23

ნიკანორ მელია ბრალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღების ორგანიზებაში, როგორ არის პოლიტპატიმარი აბა?!- ასე პასუხობს უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარი.


ამასთან, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, დღეს საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არის სრულად რადიკალიზებული.


მისი თქმით, ისინი თვალს უწორებენ იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში არსებობს.


„ხომ გყავთ ნაცნობები, მეგობრები, საახლობლო წრე, რა არის მათი მთავარი ინტერესი, ის არის, რომ დაკავებული იყოს პოლიტიკური სპექტრი იმით, რომ ვერ გაიყონ პარლამენტის სკამები, თუ იმით, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრების პრობლემები იქნას გადაჭრილი?


შეცდომები იყო, მაგალითად, ის რომ დღეს კიდევ გვაქვს საკმაოდ სუსტი სახელმწიფო ინტერესები; ის, რომ დღეს კიდევ ვსაუბრობთ კორუფციაზე; ნეპოტიზმზე და ა. შ. ჩვენ როცა ვიყავით ამ პოლიტიკური პარტიის წევრები, ამ ყველაფერზე ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას და ვუსწორებთ ამ პრობლებს თვალს.


სწორედ ამაზე უნდა იყოს ჩვენი როგორც ახალი პოლიტიკური პარტიის და გახარიას გუნდის წარმომადგენლების დღის წესრიგი აწყობილი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.


ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველი პარტია დატოვეს. ამასთან, ისინი პოლიტიკურ საქმიანობას გიორგი გახარიასთან ერთად გააგრძელებენ.




კომენტარები:

ფართი შოპი