"ცოტნემ დაიწყო მეტყველება, ყოველდღიურად ახალ-ახალ სიტყვებს ამბობს" - რას ჰყვება ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

14 Apr 2021 17:42

მო­გეხ­სნე­ბათ, პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია თურ­ქე­თის შემ­დეგ, მკურ­ნა­ლო­ბას გერ­მა­ნი­ა­ში აგ­რძე­ლებს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გვერ­დით იმ­ყო­ფე­ბა მე­უღ­ლე - ანა ჯა­ბა­უ­რი, რო­მე­ლიც ცოტ­ნეს ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:


"ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჰქონ­და თა­ვის ტრავ­მის მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თი და ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი პა­ტა­რა გარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტთა 80-90 %-ში, პირ­ვე­ლი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ გარ­თუ­ლე­ბის გამო, ცოტ­ნე გა­და­ვიყ­ვა­ნეთ მი­უნსტე­რის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ცენ­ტრში, სა­დაც დარ­გის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა - ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ, მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად აღ­მო­ფხვრა პრობ­ლე­მა და ცოტ­ნე ნელ-ნელა უბ­რუნ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს. ზო­გა­დად, მდგო­მა­რე­ო­ბა ნელი ტემ­პით, მაგ­რამ დღი­თი­დღე უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ცოტ­ნემ და­ი­წყო მე­ტყვე­ლე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ-ახალ სი­ტყვებს ამ­ბობს, და­ი­წყო წი­ნა­და­დე­ბე­ბის აწყო­ბაც. 


ნელ-ნელა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მისი რო­გორც მო­ტო­რუ­ლი, ასე­ვე კოგ­ნი­ტი­უ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი. მოკ­ლედ, ნელი პროგ­რე­სი და და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა სა­ხე­ზე გვაქვს. ბრძო­ლა­ში ვართ ყო­ველ­დღე, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მებ­რძო­ლი მა­ინც ცოტ­ნეა..."


ამბები.ge 



კომენტარები:

ფართი შოპი