რა მომსახურება ფინანსდება 100 პროცენტით სახელმწიფოს მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული პირებისთვის

14 Apr 2021 20:00

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პირებს სხვა სამედიცინო მომსახურებასთან ერთად ეკუთვნით ოჯახის, უბნის ექიმისა და ექთნის, ან სოფლის ექიმის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის:

  • პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები;
  • დაავადებათა დიაგნოსტიკა, მართვა და რეფერალი, საჭიროების შესაბამისად;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
  • ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
  • სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა);
  • სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე.

ყველა ეს მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პირთათვის სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი