"ნინუცა, ფაქტობრივად, გავაცოცხლეთ... უმძიმესი რაღაც აქვს გამოვლილი, შოკში ვარ გუშინდელი პოსტების შემდეგ" - რუსკა მაყაშვილი სტურუას და თეატრის პოზიციას ეხმაურება

14 Apr 2021 20:47

მსა­ხი­ო­ბი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი მისი დის სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის პო­ზი­ცი­ას აფა­სებს და ამ­ბობს, რომ "იქ კრი­ტი­კულ აზრს ახ­შო­ბენ".


ამის შე­სა­ხე მა­ყაშ­ვილ­მა "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და და დას­ძი­ნა, რომ არც ის და არც მისი ოჯა­ხი, ბესო ზან­გუ­რის თე­ატ­რი­დან გაშ­ვე­ბას არ ითხოვს.


"მეც ვარ რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის მოქ­მე­დი მსა­ხი­ო­ბი და ვნა­ხეთ ყვე­ლამ, გუ­შინ ამ თე­ატ­რის პოს­ტი, ძა­ლი­ან ზო­გა­დად დაგ­მეს ძა­ლა­დო­ბა... კი­დევ ერთხელ ვმე­ორ­დე­ბი, არც მე, არც ჩემი და და არც ოჯა­ხი არ ითხოვს არა­ვის­გან არა­ფერს, რომ ვინ­მე თე­ატ­რი­დან გა­უშ­ვან. არც ჩი­ვის ჩემი და და არა­ფე­რი.


წლე­ბია ყვე­ლამ იცო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ნუ კი, ჩუ­მად ვი­ყა­ვით ყვე­ლა, ისევ ნი­ნუ­ცას გამო. ნი­ნუ­ცა პა­ტა­რა იყო, მა­შინ სხვა პე­რი­ო­დი იყო, ნი­ნუ­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ვა­ცო­ცხლეთ.... და შემ­დეგ უკვე ვხვდე­ბით ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის მთა­ვა­რი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი