რისკი იმისა, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს, ძალიან მაღალია – ყველაზე დიდ საფრთხე ქვეყნისთვის სარესტორნე სივრცეებია – ჯანდაცვის მინისტრი

14 Apr 2021 20:53

დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე, ლოქდაუნზე, დახურვებზე. ამ ეტაპოზე ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. 

ჩვენი სურვილია ეფექტური მართვის პირობეში, არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება. ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს ქვეყნისთვის წარმოადგენს სარესტორნე სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებად ხდება დაცვა პირობების დაცვა, მათი მხრიდან ყველაზე მეტად ხდება დარღვევა. სხვა სექტორზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება ამ ეტაპზე. ამ ეტაპისთვის განიხილება ყველაზე მაღალი რისკის მქონედ ის დაწესებულებები სადაც იმართება სოციალური ღონისძიებები. 

მიდგომა არ იქნება ერთგვაროვანი, რომ დაიხუროს ყველა. შევეცდებით გავყოთ სარესტორნე ბიზნესი – კეთილსინდისიერ მონაწილეებად და იმ მონაწილეებად, რომლებიც არ იცავენ, ჩვენ გამოვავლენთ, რომელი სექტორის მხრიდან არის დარღვევები და ინდივიდუალურად მივუდგებით, შემდეგ ინფექციის მაჩვენებელი გვაჩვენებს და დამატებით ვიმსჯელებთ.რისკი იმისა, რომ ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს, ძალიან მაღალია.”


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი