სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ესპანელ სპორტულ სპეციალისტს შეხვდნენ

14 Apr 2021 21:32

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრები საკალათბურთო კლუბის „ბასკონიის“ და საფეხბურთო გუნდის „ალავესის“ გენერალურ მდივანს, ხესუს ვასკესს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და სპორტის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ წლების წინ, როდესაც ხესუს ვასკესს ქალაქ ვიტორიას ვიცე-მერის პოზიცია ეკავა, იმ პერიოდში ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის სპორტული აქტივობა განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ მაშინდელ ვიცე-მერს მიუძრვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს დაკვეთით, საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე ესპანურმა კომპანიამ იმუშავა და დოკუმენტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა ხესუს ვასკესმა მიიღო. ამ ეტაპზე კი, სამინისტრო სპორტის სტრატეგიის დოკუმენტზე იწყებს მუშაობას და კომიტეტის სურვილია აღნიშნულ სტრატეგიის მომზადებაში ასევე ჩაერთოს ესპანელი სპეციალისტი თავის გამოცდილ გუნდთან ერთად.


შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა აღნიშნეს და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.


ესპანელ სპეციალისტთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის წევრების გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.




კომენტარები:

ფართი შოპი