"მისი ზარი ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს" - ექიმი გიორგი ღოღობერიძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს

15 Apr 2021 11:08

ექიმ გიორგი ღოღობერიძეს სოციალური ქსელიდან ყველა იცნობს და ბევრი ადამიანიც გულშემატკივრობს. მისი პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდ,ა რაც გიორგიმ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სიყვარულში არ გამუმართლა.


რა დროს იბნევა, ვინ ენატრება ყველაზე მეტად, რა მავე ჩვევა აქვს, რა არის მისი ბედნიერება, რისი ეშინია და რას არ გააკეთებს არასდროს, ამ კითხვებზე ექიმმა ვრცელი პასუხი გასცა ჟურნალი "გზის" ჟურნალისტს.



- ბედნიერი ვარ, რომ... ხალხს ვეხმარები. ძალიან მოკლე დროში საზოგადოების კეთილგანწყობა მოვიპოვე. ეს გულწრფელობის გამო მოხდა.


- ვიბნევი... როცა ისეთ შეკითხვებს მისვამენ, რომელიც მედიცინას არ ეხება.


- დღე, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი... ეს ის დღეა, როცა დედა გარდაიცვალა.


- პირველად რომ შემიყვარდა... 13 წლის ვიყავი. მივედი და ვუთხარი, რომ მიყვარდა. თავიდან ძალიან მორიდებული ვიყავი. ეს ურთიერთობა ცალმხრივი იყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდა.


- ახლა შეყვარებული... არ ვარ.


- კარიერა პირადი ცხოვრების აწყობაში... ხელს მიშლის თუ არა? პირადი ცხოვრების აწყობაში ჩემი მიზანდასახულობა მიშლის ხელს. ამჟამად პროფესიულ განვითარებაზე ვარ ორიენტირებული.


- ყოველთვის შეუძლია კარგ განწყობაზე დამაყენოს... მამაჩემი ზარმა. აჭარაში ხშირად ჩასვლას ვერ ვახერხებ და ამიტომ დრეში მინიმუმ ორჯერ ვეხმიანებით ერთმანეთს.


- ჩემს გარეგნობაში შევცლიდი... ჭაღარა თმას.


- ყოველთვის მრცხვენია... როცა რაღაცის გაკეთება შემეძლო და ვერ გავაკეთე.


- რამდენიც უნდა გადამიხადონ... ტყუილს არ ვიტყვი.


- მენატრება... დედა.


- ჩემი მავნე ჩვევაა... "ფასტ ფუდის" სიყვარული, რაც ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის, მაგრამ დრო არ მრჩება იმისთვის, რომ სადილები ვამზადო.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი