არ იყო სწორი ქცევა, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - კობახიძე გახარიას გუნდზე

15 Apr 2021 12:17

"სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ქცევა, მოქმედება, რაც ჩვენ ვიხილეთ, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი საუბარი, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით.

როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება, შესაბამისად, ჰქონდა ამ ყველაფერს არასწორი დასაწყისი და მე მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება".


მთავარი არხი 





კომენტარები:

ფართი შოპი