რა აკავშირებს უტა ივანიშვილთან ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს?

15 Apr 2018 02:51

მამუკა ბახტაძე 1982 წელს თბილისში დაიბადა, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ის ფლობს მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, 2010 წელს INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკცია. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გაიცნეს ერთმანეთი უტა ივანიშვილმა და მამუკა ბახტაძემ. 



ქართული პრესა მათი მეგობრობის თაობაზე საკმაოდ ბევრს წერდა.



ბახტაძე 2013 წლამდე მუშაობდა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში", გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანია დავით ბეჟუაშვილის "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შედიოდა". მცირე ხნის განმავლობაში ბახტაძე "ცენტრპოინტ ჯგუფშიც" მუშაობდა.



ერთი პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას უნდა შეეცვალა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი.



მანამდე მას ივანიშვილის შემცვლელადაც კი ასახელებდნენ, რაზეც ჰკითხეს კიდეც ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კითხვას ასე უპასუხა: "თქვენ კარგად მიკარნახეთ, კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება რთ ვარიანტად ესეც დარჩეს". 


წყარო: კვირის პალიტრა


კომენტარები:

ფართი შოპი