თეა წულუკიანმა კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა

15 Apr 2021 15:39

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან, მხარის გუბერნატორთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად დღეს კომენდანტის საათის დროს ოზურგეთის ერთ-ერთ სასტუმროში ვახშმობდა. წულუკიანი ოზურგეთის თეატრს სტუმრობდა, საიდანაც რესტორანში კომენდანტის საათის დაწყებამდე გადაინაცვლა. ინფორმაციას „ფორმულანიუსი“ ავრცელებს.


რესტორნის თანამშრომლებმა ფორმულას გადამღებ ჯგუფთან ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა ტელეკომპანია ირწმუნება, რომ მინისტრის ავტომანქანამ ტერიტორია გვიან ღამით დატოვა.


ადგილზე იმყოფებოდა საპატრული პოლიციაც, თუმცა ისინი შენობაში არ შესულან, რადგან, მათი თქმით, მათ კერძო ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჰქონდათ. 


წულუკიანი ასევე არ გაესაუბრა ჟურნალისტებს, რომლებიც მას რესტორანთან უცდიდნენ. 


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი