გიგა ბოკერიას განცხადებით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ნათქვამი მეორეხარისხოვანია და მთავარი ნაბიჯებია

15 Apr 2021 17:28

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება სჩვევია, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ნათქვამი მეორეხარისხოვანია და მთავარი ნაბიჯებია.


როგორც ბოკერიამ კობახიძის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ რამე შეიცვალა და უნდა გამოჩნდეს, დგამს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ნაბიჯებს.


„ივანიშვილის გარემოცვისგან ყველა მიჩვეულია ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ან იმ განცხადებებს, რომელიც შემდეგ საპირისპიროს ნიშნავს. ამიტომ, რა თქვა, მეორე ხარისხოვანია, უნდა ვნახოთ დგამენ თუ არა ნაბიჯებს ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია და რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა, მათ შორის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლება, რაც დაგვაწყებინებს კრიზისის განმუხტვას. რასაც ადგილზე ვხედავთ, ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის საფრთხეა. ამიტომ, ჯერჯერობით, არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ რაღაც შეიცვალა. თუ შეიცვლება, ძალიან კარგი. მაშინ უნდა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე მელიას, რურუას და ნებისმიერი ახალი, სხვა პოლიტპატიმრის გარეშე და ამ ნორმალური არჩევნების შედეგად უნდა შეეგუოს ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამომრჩევლის ნებით ძალაუფლების ჩამოშორებას“,- განაცხადა ბოკერიამ.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ამასთან, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გამოავლენს კონსტრუქციულ მიდგომას, თუმცა გარკვეული პრინციპების დაცვით.




კომენტარები:

ფართი შოპი