ფასებს გადახედეთ! - საარსებო მინიმუმის შემცირებას მოსახლეობა დაცინვად აღიქვამს

15 Apr 2021 22:54

ლარის რეკორდული გაუფასურებისა და პროდუქტებზე ფასების სწრაფი ზრდის ფონზე საარსებო მინიმუმის შემცირებამ მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას  მოსახლეობა დაცინვად აღიქვამს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბაზარში ფასები რეკორდულად გაზრდილია, პროდუქტს ვერ ყიდულობენ და სახლში ცარიელებული ჩანთებით ბრუნდებიან.

ხორცი, თევზი, ახლა მითუმეტეს, ამ კორონავირუსის დროს, ადამიანს კვება ხომ უნდა? 300 ლარი ერთი კვირის მარაგია, ორი პერსონა, ეს დამიჯდა დღეს. შეუძლებელია, ფასებს გადახედეთ! - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მთავრობის გადაწყვეტილებას ვერც ექსპერტები ხსნიან. „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ უნდა გადაიხედოს ის ფორმულირება, რის მიხედვითაც საარსებო მინიმუმის შემცირება მოხდა. 


ალბათ მეთოდოლოგიაშია ჩასახედი, რამ გამოიწვია  ეს შემცირება.  თავად ის, რომ დაახლოებით 200 ლარამდე საშუალოდ მინიმუმი, ეს აჩვენებს, ზოგადად, ქვეყანა რა მდგომარეობაშია, როდესაც სიღარიბის ზღვარზე არის. ქვეყანაში ყოველთვიურად იზრდება ფასები, განსაკუთრებით სურსათზე და მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე და ეს ფასების ზრდა ყველაზე მეტად გაჭირვებულ ადამიანებს ურტყამს, - ამბობს კეპულაძე. 


შემცირებული საარსებო მინიმუმის ფონზე მხოლოდ მარტში სოციალური შემწეობის მომთხოვნთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა. სოციალურ შემწეობას დღეს უკვე 151 ათასი ადამიანი იღებს. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, მას ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე იღებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 14 % შეადგენს.  


საქსტატის მონაცემებით, თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი სჭირდება საარსებოდ, რაც გასულ წელთან შედარებით 4 ლარით და 50 თეთრით ნაკლებია. მინიმალური დასახელების კალათა 40 სახეობის პროდუქტს მოიცავს.


tv.პირველი




კომენტარები:

ფართი შოპი