რა უპირატესობა აქვს გრანიტის ან მარმარილოს ტაფებსა და ქვაბებს?

15 Apr 2021 23:14

სპეციალისტების აზრით, გრანიტის საფარიანი ქვაბები და ტაფები (შეიძლება იწოდებოდეს „მარმარილოს“ ან „ქვის“)  მალე ტეფლონის ჭურჭელს ბაზრიდან განდევნის.


რა უპირატესობა აქვს გრანიტის ან მარმარილოს ტაფებსა და ქვაბებს?


ჭურჭლის ზედაპირზე გრანიტის ნაფხვენით წარმოქმნილი დამწვრობის საწინაარმდეგო აპკი გამოირჩევა ნაკაწრებისადმი მაღალი მდგრადობითა და გამძლეობით. ამ მაჩვენებლებით გრანიტის ტაფები ტეფლონისა და კერამიკის ჭურჭელთან შედარებით უფრო გამძლე და მდგრადია. გრანიტის საფარველი ეკოლოგიურია, რადგანაც მაღალი ტემპერატურის მოქმედებით არ იშლება და არ ხვდება საკვებში.


გრანიტის საფარიანი ჭურჭელი შეიძლება გამოვიყენოთ გაზის, ელექტრო, ჰალოგენურ, სპირალურ ელექტრო ქურებზე.


გრანიტის ტაფების კიდევერთი პლუსი არის თანაბარი გაცხელება, რის შედეგადაც საკვები ერთნაირად კარგად მზადდება როგორც ცენტრში, ისე კიდეებში, მინიმალური ცხიმის გამოყენებით. საკვები ტაფაზე არ იწვება და ადვილად ირეცხება.



გრანიტის ჭურჭელი მსუბუქია, განსაკუთრებით თუჯის ქვაბებთან შედარებით და კარგად იჭერს ტემპერატურას.


ტეფლონისა და კერამიკულ ჭურჭელთან შედარებით მისი მაღალი მდგრადობის მიუხედავად, გრანიტის ტაფებზეც უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხის ნიჩაბი და იგი უნდა გაირეცხოს რბილი ღრუბლით.


გრანიტის ან მარმარილოს ნაფხვენით ფარავენ როგორც იაფფასიან ალუმინის ტაფებს, ისე უფრო ძვირ, მყარ მასალასაც. ტაფის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ძირის (არანაკლებ 6 მმ) და კედლების სისქეს (არანაკლებ 3,5მმ).


ლალი ჩხიკვაძე


მკურნალი




კომენტარები:

ფართი შოპი