საჭირო ინგრედიენტები: 300 მილილიტრი რძე, 150 გრამი ფქვილი, 2 კვერცხი, 50 გრამი მაგარი ყველი, 1 სადილის კოვზი ხაჭოს ყველი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ცოტა მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, ნახევარი კონა ოხრახუში, 2 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი: მაგარი ყველი გახეხეთ. მწვანილი ძალიან წვრილად დაჭერით. კვერცხს დაუმატეთ ცოტა მარილი და სულ ცოტა შაქარი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ რძე, შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ათქვიფეთ ძალიან კარგად. მოაყარეთ გახეხილი ყველი, მწვანილი და ხაჭოს ყველი, აურიეთ ძალიან კარგად და ჩაუმატეთ ზეთი. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ და ცომი მზადაა. დაასხით ცხელ, ზეთიან ტაფაზე ულუფებად – 12 ცალი უნდა გამოვიდეს. შეწვით ბლინები ორივე მხრიდან და დაახვიეთ რულეტებივით.
თბილისელები