"ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა დავუჯერე... კაცური სიტყვა გატეხა" - რას იხსენებს პაიჭაძე "ჰეროკრატიის" გადაღებებიდან?

16 Apr 2021 11:30

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე გა­და­ცე­მა "სთო­რი­ში" წლე­ბის წი­ნან­დელ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს, რო­დე­საც სე­რი­ალ "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" თა­მა­შობ­და.


ამ­ბობს, რომ მა­შინ რე­ჟი­სორ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ მო­ა­ტყუა და ნა­ნობს, რომ რე­ჟი­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რივ ხერ­ხებს არ მი­მარ­თა.


"რამ­დე­ნი ხა­ნია მე ამ თე­მა­ზე არ მი­სა­უბ­რია. მა­შინ გოგა ხა­ინ­დრა­ვამ და­არ­ღვია ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბა, რაც მე მქონ­და მას­თან. უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რი სი­ტყვაც კი გა­ტე­ხა, რო­დე­საც მი­თხრა - შენ, რო­გორც ჰო­ლი­ვუ­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი ისე მო­ი­ქე­ცი, იარე შიშ­ვე­ლი ოთახ­შიო და მე სუ­ლელ­მა, გა­მო­უც­დელ­მა მსა­ხი­ობ­მა და­ვუ­ჯე­რე მას. მი­ვენ­დე, რო­გორც კა­ცის და რე­ჟი­სო­რის სი­ტყვას, რომ არ ჩას­ვამ­და სე­რი­ალ­ში ჩემს მკერდმო­შიშ­ვლე­ბულ კად­რებს. თუმ­ცა გა­მო­ვი­და სე­რი­ა­ლი და ვნა­ხე, რომ ჩემი მკერდმო­შიშ­ვლე­ბუ­ლი კად­რე­ბი წერ­და ძა­ლი­ან კარგ რე­ი­ტინგს.


ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი შიშ­ვლად გა­მო­ჩე­ნა ეკ­რან­ზე, რო­მე­ლიც მე სუ­ლაც არ მსურ­და. მა­შინ იმ­დე­ნად გული დამ­წყდა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ახლა ვნა­ნობ, რომ რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ ხერ­ხს არ მივ­მარ­თე. ეთ­ქვა და ცოტა სხვა ჰო­ნო­რარს მო­ვი­თხოვ­დი, იქ­ნებ არ ვი­ყა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გი, უბ­რა­ლოდ ვერ ვი­ტან, როცა არა­კა­ცუ­რად გა­ტყუ­ე­ბენ" - აღ­ნიშ­ნა პა­ი­ჭა­ძემ.


ცნო­ბილ­მა ისა­უბ­რა ასე­ვე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია მას­ზე უმ­ცროს მა­მა­კაც­ზე.


"არ მიყ­ვარს ჩემს პი­რად­ზე სა­უ­ბა­რი, ცოტა ხან­ში აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებ ამ თე­მა­ზე. ძა­ლი­ან ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მომ­ხიბ­ლა თა­ვი­სი ბო­ბო­ქა­რი ენერ­გე­ტი­კით, ადა­მი­ა­ნი ჭა­ობ­შია, მაგ­რამ იქი­და­ნაც ცდი­ლობს, რომ რა­ღაც აკე­თოს.

პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ფი­ნან­სუ­რი მათ შო­რის. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩემ­თვის არის შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნი, ენერ­გე­ტი­კა აქვს მომ­ნუს­ხვე­ლი. ეს ტი­პა­ჟი ძა­ლი­ან ჩე­მია. მე რამ­დე­ნა­დაც და­ვა­მუ­შა­ვე ეს რა­ღა­ცე­ე­ბი ჩემ­ში, ზუს­ტად მსგავ ტალ­ღა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა.


ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სია. ჩემი პირ­ვე­ლი შე­თან­ხმე­ბა იყო, რომ მე მის­გან სწავ­ლა­ში მხარ­და­ჭე­რა დამ­ჭირ­დე­ბო­და. ელო­დე­ბო­და, რომ "ბუ­წი­კებს", ძვი­რა­დღი­რე­ბულ სათ­ვა­ლე­ებს და ასე შემ­დეგ მო­ვი­თხოვ­დი. არა­ფერ­ში არ მზღუ­დავს. ახლა იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ არ მგო­ნია, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სის გამო დავ­შორ­დეთ. მან ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩადო იმა­ში, რომ ჩემ­თან ყო­ფი­ლი­ყო. ეს დიდ სტი­მულს მაძ­ლევს" - გა­ნა­ცხა­და პა­ი­ჭა­ძემ.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი