ამირან გამყრელიძე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

16 Apr 2021 13:27

ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად უნდა ვე­ცა­დოთ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნა. აღ­დგო­მის შემ­დგომ, ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში, საფ­ლავ­ზე მხო­ლოდ სან­თე­ლი ავან­თოთ და წი­თე­ლი კვერ­ცხი გა­ვა­გო­როთ, ნუ გავ­მარ­თავთ სუფ­რებს, ქე­ი­ფებს, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გორ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.


გამ­ყრე­ლი­ძემ 5 მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რიც და­ა­სა­ხე­ლა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.


"ყვე­ლამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვა­ში მხო­ლოდ ეს ხუთი სა­შუ­ა­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა: პირ­ვე­ლი - ეს არის პირ­ბა­დის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ტა­რე­ბა ყველ­გან - ღია თუ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში; მე­ო­რე - დის­ტან­ცი­ის დაც­ვა; მე­სა­მე - სა­ნი­ტა­რუ­ლი წეს­რი­გის დაც­ვა ყველ­გან;


მე­ო­თხე ძა­ლი­ან მთა­ვა­რი და სპე­ცი­ფი­უ­რი ჩვენ­თვის - დიდი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბედ­ნი­ე­რო და სამ­წუ­ხა­რო სუფ­რე­ბის გა­მარ­თვა უნდა გა­დავ­დოთ გვერ­დზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აპ­რი­ლის ბო­ლოს, მა­ი­სის და­სა­წყის­ში ყვე­ლა­ზე დიდი დღე­სას­წა­უ­ლი - აღ­დგო­მა ახ­ლოვ­დე­ბა.


ამი­ტომ, ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად უნდა ვე­ცა­დოთ ამ დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნას. აღ­დგო­მის შემ­დგომ, ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში, საფ­ლავ­ზე მხო­ლოდ სან­თე­ლი ავან­თოთ და წი­თე­ლი კვერ­ცხი გა­ვა­გო­როთ, ნუ გავ­მარ­თავთ სუფ­რებს, ქე­ი­ფებს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ხუ­თე სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც დღეს მთა­ვა­რი თე­მაა - ეს არის აც­რე­ბის პრო­ცე­სის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია.


ამ ეტაპ­ზე, ქვე­ყა­ნა­ში, დღე­ში მხო­ლოდ 1400 აცრა კეთ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან ცო­ტაა. ეს რი­ცხვი, სულ მცი­რე, 3 000-4 000-ს მა­ინც უნდა შე­ად­გენ­დეს. ივ­ლი­სი­დან კი, უნდა გვქონ­დეს 10 000 -12 000 ათა­სი აცრა დღე­ში, რომ სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე გა­ვი­დეთ წლის ბო­ლოს, და­ვა­მარ­ცხოთ ეპი­დე­მია და და­ვუბ­რუნ­დეთ ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს“.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი