ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს

16 Apr 2021 14:56

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2021 წლის პირველი კვარტალის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.4 % -ით შეასრულა.


3 თვის გეგმა 342.4 მლნ ლარი იყო, საკასო ხარჯმა კი 364.3 მლნ ლარი შეადგინა (გადაჭარბება 21.9 მლნ ლარია).


საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 თვის დამტკიცებულ გეგმას, შესაბამისად, 18%-ით და 16%-ით გადააჭარბეს.


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაზუსტებული გეგმის 96% , მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კი  94 % აითვისა


რაც შეეხება კრედიტებისა და გრანტების ნაწილს, სამინისტრომ პირველი კვარტალის გეგმას 24.7 მლნ ლარით გადააჭარბა.




კომენტარები:

ფართი შოპი