ფიქრია ჩიხრაძე - პანდემიის „წარმატებული მენეჯმენტი“იყო მათი საარჩევნო ანი და ჰოე, ახლა თავად გვამცნეს რომ ესეც დიდი ტყუილი ყოფილა

16 Apr 2021 17:38

მმართველი პარტიის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება


ხანდახან მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც წასცდებათ სიმართლე. 

„ქვეყანა ჩაკეტო, სახლში იჯექითო, ამას კარგი კრიზისმენეჯერი არ ჰქვია“- თქვა კახი კახიშვილმა პრემიერყოფილ გახარიაზე. „პანდემიის სწორი მართვა რას ნიშნავს იცით? 

როდესაც არც პანდემიის ტალღა არ დაგარტყამს და და არც ბიზნესი არ ჩავარდება. კოლბაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩასვა და არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი“(კ.კახიშვილი) ძნელია არ დაეთანხმო მმართველი ძალის წარმომადგენელს, მაგრამ ეს სიმართლესთან ერთად ხომ აღიარებითი ჩვენებაა.


ხომ არ დაგვავიწყდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა იყო ქართული ოცნების კამპანიის მთავარი საფუძველი - კოვიდპანდემიის სწორი მართვა, მსოფლიოში წამყვანი პოზიცია სიკვდილიანობის მცირე სტატისტიკით და გახარია - საუკეთესო კრიზისმენეჯერი. სხვა თემებით ქართულ ოცნებას თავი არ შეუწუხებია - არც ჩავარდნილი ეკონომიკის აღორძინებაზე ულაპარაკიათ, არც სამუშაო ადგილების შექმნაზე და არც გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევაზე. პანდემიის „წარმატებული მენეჯმენტი“იყო მათი საარჩევნო ანი და ჰოე... და ჰოი, საოცრებავ, ახლა თავად გვამცნეს რომ ესეც დიდი ტყუილი ყოფილა. ამ ტყუილით მიიღეს ძირითადად  კოვიდითდაზაფრული ხალხის ხმები. რაც ვერ მიიღეს - მოსყიდვით, კარუსელით და გაყალბებით შეავსეს.


გაყალბებული არჩევნები + ყალბი ასარჩევი სუბიექტები(არჩევნების შემდეგ გამქრალი ივანიშვილი და გახარია)+ ყალბი მთავარი საარჩევნო თემა = ერთ დიდ ბლეფს ( ტრიუკს, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა). ამიტომ არის კრიზისი შეუქცევადი, ამიტომ არის დღევანდელი ხელისუფლება არალეგიტიმური. ამიტომ არის საჭირო ახალი არჩევნები!




კომენტარები:

ფართი შოპი