საკვების მიღებისას ორჯერადად ირთვება დოფამინის გამომუშავების მექანიზმი

16 Apr 2021 22:43

გერმანელმა მკვლევარებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად გაარკვიეს რომ, საკვების მიღებისას


ტვინი ორჯერ ააქტივებს დოფამინის გამომუშავებას, პირველად ჭამის პროცესში, მეორედ კი საკვების მონელება-გადამუშავებისას.


კვლევის ფარგლებში 12 მოხალისე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მეცნიერებმა შეძლეს თავის ტვინის ცალკეული უბნების ფუნქციობის შესწავლა-ანალიზი.


დოფამინის პირველი გამომუშავება ხდებოდა საკვების ღეჭვა-ყლაპვისას, მეორე კი დაახლოებით 15-20 წუთში, როდესაც იწყებოდა მისი შეთვისება.


კვლევის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა: რაც უფრო მეტი დოფამინი გამომუშავდებოდა პირველ ფაზაში, მით უფრო ნაკლებად გამოიყოფოდა ის მეორე ეტაპზე.


შეგახსენებთ, რომ დოფამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერია, რომელიცცენტრალურ ნერვულ სისტემაში იმპულსთა გადაცემაზეა პასუხისმგებელი, მას უკავშირდება ზოგადი კმაყოფილების შეგრძნება, ინფორმაციის დამახსოვრება-დამუშავება. დოფამინი განსაზღვრავს ასევე ლიბიდოს.


ამგვარად, ყურადღება მიაქციეთ საკვების მიღების რეჟიმს!


მკურნალი




კომენტარები:

ფართი შოპი