რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

17 Apr 2021 00:07

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ის თეატრში რჩება, თუმცა გამოძიების დასრულებამდე სცენაზე არ გამოჩნდება. ბესო ზანგურის როლებიდან მოხსნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ.


მის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა თავად ბესო ზანგურიც.


„როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია, მინდა, იცოდეთ… გაიხარეთ“, - წერს ბესო ზანგური.


მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, რასაც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა Facebook-ზე გამოეხმაურა.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი