გახარიას გუნდი თალაკვაძეს მესიჯების მოპარვაში ადანაშაულებს

17 Apr 2021 00:28

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ექსპრემიერ გახარიას თანაგუნდელი,  ბექა ლილუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარეს მესიჯების მოპარვაში ადანაშაულებს. 

მე მოხარული ვარ, რომ 2 დღიანი გზააბნეული „მესიჯბოქსის“ შემდეგ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯომარის განცხადებაში ერთი-ერთში აისახა ის ძირითადი სათქმელი, რომელიც გახარიას გუნდმა და მათ შორის მეც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარ მიზეზებში პარტია ქართული ოცნების დატოვების დროს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილების უალტერნატივობას"- აცხადებს ლილუაშვილი.
 

ბექა ლილუაშვილის შეფასებით,  დღეს არსებული პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და რადიკალური დღის წესრიგი სახელმწიფოს და პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებს აზიანებს!

ეს არის სიმართლე, რომელიც ჩვენს მიერ დაფიქსირდა და რომელიც დღეს უკვე მმართელი პარტიის რიგებიდანაც გაჟღერდა და დადასტურდა. სწორედ ამ რადიკალურ დღის წესრიგს გავემიჯნეთ ჩვენ გახარიას გუნდის წევრები და დავტოვეთ ქართული ოცნების პარტია. სწორედ ამ რადიკალურ ნაბიჯებს გაემიჯნა გახარია, როდესაც ერთი ადამიანის მიმართ კანონის აღსრულების ფორმამ ქვეყნის ინტერესები და ევროპული მომავალი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
ჩვენი გუნდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც პარტიების მხრიდან იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიციური პარტია, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ იქნება მიმართული"- წერს გახარიას გუნდის წევრი. 

tv.პირველი




კომენტარები:

ფართი შოპი