"ელისო ბოლქვაძე იმიტომ გახდა ცნობილი პიანისტი, რომ ლაპარაკი არ უწევდა"

17 Apr 2021 09:01

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალური მდივანი  ფადი ასლი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებებს ეხმაურება.


"ელისო ბოლქვაძე იმიტომ გახდა ცნობილი პიანისტი, რომ ლაპარაკი არ უწევდა" - წერს "ფეისბუქზე" ბიზნესმენი.

fb

მე თვითონ ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში საარსებო მინიმუმის შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაჭირვება ბევრ ქვეყანაშია.

ამასთან, ბოლქვაძისთქმით, იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმი 178 ლარზე მეტი იყო, "წარამარა გამოსვლები არ უნდა იყოს".

"საქართველო არის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთელი მსოფლიო ჩავარდა კატასტროფის წინაშე. ამიტომ
ამით სპეკულირება, რომ ვაიმე, საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით, რატომ შემცირდა… ეს გამოკვლევის თემაა, არ ვიცი, რომელგამოკვლევას ეყრდნობით, სხვა გამოკვლევები არის საჭირო. იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა,რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ.

ცოტაა 178 ლარი, ნამდვილად ძალიან ცოტაა, მაგრამ იმისთვის, რომ არ იყოს 178 ლარი, ამისთვის არ უნდა დაიხოცონ ადამიანები, უნდა იყოს წყნარი ცხოვრება, არ უნდა იყოს წარამარა გამოსვლები, რომელიც აფრთხობს ტურისტებსაც, ეკონომიკასაც და ანგრევს ამ ქვეყანას", - განაცხადა ბოლქვაძემ.


პარ­ლა­მენ­ტის კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ელი­სო ბოლ­ქვა­ძემ მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან და მის ყო­ფილ მე­უღ­ლე ბესო ზან­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მეზეც გააკეთა კომენტარი.

"რო­ბერტ სტუ­რუა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან დიდისი­ა­მა­ყეა. ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არის უდი­დე­სი ხე­ლო­ვა­ნი. ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა. 


მან შე­იძ­ლე­ბა მხა­რი და­უ­ჭი­რა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ძა­ლა­დო­ბა­ში იყო ჩათ­რე­უ­ლი. ის ამ­ბობს: - ჯერ გა­არ­კვი­ეთ. როცა ამ­ხე­ლა აგ­რე­სია წა­მო­ვი­და, ამას კარ­გად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა უნდა. მსოფ­ლი­ოს ახ­სოვს მა­გა­ლი­თე­ბი, როცა 20-30 წლის შემ­დეგ ვი­ღაც აყ­ვირ­დე­ბა, რომ რა­ღაც მოხ­და. 


ამას გარ­კვე­ვა სჭირ­დე­ბა. ყო­ფი­ლა პო­ლანსკის მა­გა­ლი­თი... ის არ თვლის, რომ სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დეა და ალ­ბათ ამი­ტომ თა­ვის მსა­ხი­ობს უჭერს მხარს. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ამის არ სჯე­რა... ეს ისე­თი თე­მაა, რაც არა­ვინ არ იცის. 


არის ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა... როცა ადა­მი­ა­ნი 10 წელი არა­ფერს ამ­ბობს და 10 წლის შემ­დეგ ისეთ რა­ღა­ცას იტყვის, რა­საც ვერ და­ამ­ტკი­ცებს, არ უშ­ვებთ იმას, რომ ვი­ღა­ცას ეს რა­ღა­ცის ასა­გო­რებ­ლად შე­იძ­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­დეს?! ზო­გა­დად, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ მოხ­დეს. ამის მა­გა­ლი­თე­ბი ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ელი­სო ბოლ­ქვა­ძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი