ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

17 Apr 2021 10:16

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა ვაჟა მარგველაშვილმა 66-კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.


ვაჟამ ტურნირი ესპანელ ნიეტო ჩინაროსთან, იპონით დაიწყო. შემდეგ იყო 1/4 ფინალი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა, ბელარუსიელი სპორტსმენი დმიტრი მანკუ, დამატებით დროში დაამარცხა.


ნახევარფინალში კი სერბი სტრაფანია ბუნჩიჩი გამოთიშა ასპარეზობას და ფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ იტალიელ, მანუელ ლომბარდოსთან იპონით დამარცხდა.


დღეს საქართველის სახელით ევროპის ჩემპიონატზე, კიდევ 4 ძიუდოისტი გამოვიდა.


თემურ ნოზაძე ,ტეტიანა ლევიცკა-შუკვანინი და მარიამ ჯანაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ხოლო ეთერ ლიპარტელიანი 57-კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის მბრძოლაში კოსოვოს სახელმწიფოს ტერიტორიელ, ნორა ჯაკოვასთან დამარცხდა.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი