არჩილ თალაკვაძე მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

17 Apr 2021 11:10

მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსის მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში. მისი გარდაცვალება გულდასაწყვეტია ყველასათვის, ვინც თვალს ადევნებდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილი დააკლდება ჩვენს საზოგადოებას.


ჩემი კოლეგების სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი