ვრცელდება თუ არა 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება სკოლებსა და უნივერსიტეტებზე. მინისტრის მოადგილის განცხადება

17 Apr 2021 15:17

4-დან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული. მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ განმარტა, ეხება თუ არა ეს დასვენების დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებს.


„რა თქმა უნდა, უქმე დღეები შეეხება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


საკოორდინაციო საბჭომ 4-11 მაისი უქმე დღეებად 9 აპრილს გამოაცხადა. ამასთან, საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.




კომენტარები:

ფართი შოპი