ჭიათურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

17 Apr 2021 16:09

საბურთალოს რაიონში, ჭიათურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ნასიძისა  და ბზვანელის  ქუჩების ნაწილის რეაბილიტაციაც ხორციელდება.


სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 400 გრძივ მეტრზე მოეწყო და ჯამში,  3 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.


„ამ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო - არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ახლა კი, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.


სამუშაოებს კომპანია „L&L“ ასრულებს.პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 265 000 ლარით.




კომენტარები:

ფართი შოპი