ხმაური და დაპირისპირება - რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის თეატრთან

17 Apr 2021 18:03

რუსთაველის თეატრთან აქციაზე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდიას" წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


მსახიობების განცხადებით, მათი გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მისამართით არასწორი განცხადებების გაკეთებას მოჰყვა.


„ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილის ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას.


რობერტ სტურუას ბესო ზანგურისთვის სოლიდარობა არ გამოუცხადებია და არ გაუმართლებია მისი საქციელი, ბატონმა რობერტმა თქვა, რომ თუ დამნაშავე ნაპოვნი არ არის, რატომ დავსაჯოთ ადამიანი. ამაზე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ახალისებს ბესო ზანგურს, იმიტომ, რომ ის არის დამნაშავე. სანამ ეს აქცია დაიწყებოდა, აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ რობერტ სტურუა არის ბოროტება, შეურაცხყოფას აყენებს ქალებს და ამცირებს. თუ რეპეტიციაზე ნამყოფი არ არიან, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია? თეატრში 61 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ქალებიც, არავინ არაფერს არ ამბობს და ეს არაფერს არ ნიშნავს?", - აღნიშნა გოგა ბარბაქაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი