ავსტრალიაში ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმი აიკრძალება

17 Apr 2021 18:35

ავსტრალიამ პირობა დადო, რომ 2025 წლისთვის, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნაწარმი, დანაჩანგალი და საწრუპები აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს.


ქვეყნის მთავრობამ უკვე წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის ამოღება მოხდება, თუმცა ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, თუ უშუალოდ რა მოიცავს აკრძალვა.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჭიროა, რომ 8 სხვადასხვა ტიპის „პრობლემური და არასაჭირო“ პლასტიკური ნარჩენები აიკრძალოს, მათ შორის: პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის დანაჩანგალი, საწრუპები, პოლისტიროლის საკვების კონტეინერები და სხვა.


imedinews.ge





კომენტარები:

ფართი შოპი