ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის, ნიკა წურწუმიას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მევალეები ჰყავდა და მათი მხრიდან ძალადობისა და შანტაჟის მსხვერპლი იყო.ასევე ირკვევა, რომ წურწუმია ორსულ მეუღლესთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ქირით ცხოვრობდა. გიორგი ბარდაველიძის თქმით, მას 2 თვის ქირა ჰქონდა გადასახდელი, რის გამოც "საქართველოს ბანკიდან" სესხის აღება სცადა და მას უარი უთხრეს. ნიკა წურწუმია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოიყენებს დუმილის უფლებას. მანაც დამიდასტურა, რომ ტყუილს ვერ ვიკადრებ ნამდვილადო ბანკს არასოდეს ჩემთვის არაფერი წაურთმევიაო.მეორე საკითხი იყო ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა მისი, რაც დაკავშირებულია გარკვეულ პირთა წრესთან, მათი იძულების გამო მათ მიერ გადადდგმული არაკანონიერი ნაბიჯების გამო, ამ ადამიანის პროტესტის უკიდურესი გამოხატულება იყო ეს. ასეთი რამ გააჟღერა, რომ იმ ადამიანებმა ჩამაყენეს ასეთ სიტუაციაში, ჩემს ორსულ მეუღლეს და 80 წლის ბებოს როცა არავინ გვეხმარება და სახლში რომელშიც ვცხოვრობდით, მოიჯარე მეუბნებოდა, რომ დამეცალა ბინა, ეს იყო პროტესტის უკიდურესი გამოხატულება," -ამბობს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.
წურწუმია ადვოკატები გამორიცხავენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, "საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალში, შეიარაღებული პირი გუშინ, დღის 12:00 საათისთვის შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
tv.პირველი