15 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება თბილისის მთავარ გამზირზე - აკაკი მინაშვილი

17 Apr 2021 20:53

15 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება თბილისის მთავარ გამზირზე და გამოხატავს თავის პროტესტს, რომ ქვეყანაში აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება და ეს მშვიდობიან ცვლილება უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი 15 მაისისთვის დაგეგმილ ოპოზიციის აქციის სამზადისს შეეხებოდა.


„შეხვედრის მთავარი მიზანი და მსჯელობის საგანი იყო 15 მაისისთვის მომზადება, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ ქვეყანაში ცვლილება განხორციელდეს. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება თბილისის მთავარ გამზირზე და გამოხატავს თავის პროტესტს, რომ ქვეყანაში აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება და ეს მშვიდობიან ცვლილება უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნებით", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი