შალვა ნათელაშვილი: დასავლეთი ოპოზიციისგან ელოდება მოქმედებებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს

17 Apr 2021 21:26

„დასავლეთი ოპოზიციისგან ელოდება მოქმედებებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს“, - ამის შესახებ „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


„დასავლეთი ოპოზიციისგან ელოდება მოქმედებებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს. თუ ჩვენ ახლა მხოლოდ დასავლეთის იმედზე ვიქნებით და სახლში ვისხედით, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა. საჭიროა აქტიურობა, ხალხის მასების დაძვრა საერთო მიზნისკენ და დასავლეთის რეაქცია არ დააყოვნებს“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.


16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.




კომენტარები:

ფართი შოპი