„საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

18 Apr 2021 00:43

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, დანარჩენი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.


„რამდენია კრიტიკული რაოდენობა ამის თქმა რთულია, ეს დამოკიდებულია დეპუტატებისა და პარტიების რაოდენობაზე, რომლებიც შეუერთდებიან ამ მემორანდუმს. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია გზა და გზა ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. მათ შორის კონკრეტული პუნქტების ამოქმედება დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან და ამისთვის სულ ცოტა 113 ხმაა საჭირო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმას თუ რა სახით ამოქმედდება ეს დოკუმენტი“, - აღნიშნა კობახიძემ.


ამასთან კობახიძემ განმარტა, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმა „ქართული ოცნების“ ეგიდით იქნება განხორციელებული. „დანარჩენი პუნქტების აღსრულება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოაწერენ ხელს ამ დოკუმენტს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები“, - აღნიშნა კობახიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი