თეა წულუკიანი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა

18 Apr 2021 14:53

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრები სამინისტროს გამგებლობის ფარგლებში მოქმედ ორგანიზაციებთან გრძელდება. ამჯერად მინისტრი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელებს შეხვდა.


თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობას გააცნო სამინისტროს ხედვა სახელმწიფოს მიერ თეატრების დაფინანსების საკითხზე, რაც გულისხმობს იმას, რომ, დროთა განმავლობაში, თეატრები უნდა გადავიდნენ მართვის ისეთ მოდელზე, რომ სრულად თუ არა, დიდწილად მაინც შეეძლოთ საკუთარი ხარჯების უზრუნველყოფა საკუთარი შემოსავლებით. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ცხადია, სახელმწიფო თეატრების ფინანსურ ხელშეწყობას გააგრძელებს, მაგრამ უკეთესი და ბევრად ეფექტიანი იქნება, თუკი ეს თანხები არა მაგალითად კომუნალური გადასახადების გადახდას, არამედ თეატრის, როგორც დარგის განვითარებას მოხმარდება. ამ მიზნით, თეატრის ხელმძღვანელობასაც შესთავაზა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე წელიწადზე გაწერილი კონცეფცია წარმოადგინოს, რომლის განხილვის შემდეგ სამოქმედო გეგმა შემუშავდება.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის წინაშე მწვავედ მდგარი პრობლემები, რაც, ძირითადად, უკავშირდება ინფრასტრუქტურას. მინისტრმა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება აღუთქვა თეატრს.


imedinews.ge 



კომენტარები:

ფართი შოპი