რატომ არ ვრცელდება ვირუსი მაინცდამაინც ჩინეთში

18 Apr 2021 15:15

დღეს, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსული პანდემიის ახალ ტალღას ებრძვის, როცა ასობით და ათასობით ადამიანი იღუპება სხვადასხვა ქვეყანაში


ამ ყბადაღებული ინფექციის გამო, თითქმის აღარავის ახსოვს ჩინეთი, უფრო სწორად, თავს აღარაფრით გვახსენებს, რადგან, თქვენ წარმოიდგინეთ, იქ სრული სიმშვიდეა.


ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა მილიარდნახევარია და მსოფლიოს მოსახლეობის 18.47 %-ს შეადგენს, კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და, ჩვენდა გასაოცრად, ამ ხალხით გადაჭედილ ტერიტორიაზე რატომღაც ვირუსი თითქმის საერთოდ აღარ ვრცელდება.

mkurnali.ge

ეს გრაფიკები ჩინეთში პანდემიის მიმდინარეობას ასახავს. აბა დავაკვირდეთ: თვენახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთ პატარა უჰანის პროვინციაში გაჩენილი"ბუნებრივი" ვირუსი ისე გაქრა ქვეყნიდან, რომ მესამე ტალღა კი არა, პირველიც იყო თუ არა, ეგეც საკითხავია.


როგორ არ გაგვიჩნდეს კითხვები: რატომ არ ვრცელდება ვირუსი მაინცდამაინც ჩინეთში და რატომ არ ინდობს ის მსოფლიოს დანარჩენ მოსახლეობას? როგორ მართავს ჩინეთის ხელისუფლება მილიარდიან ქვეყანას ისე, რომ ვირუსი, რომელიც ლამის ჰაერიდან ასნებოვნებს ადამიანებს, მაინცდამაინც ჩინელ მოსახლეობას არ ეკარება?


ჩინეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ვირუსის ახალი შემთხვევების დროს ადგილობრივ ჩაკეტვებს მიმართავენ, მაგრამ ამ ღონისძიებებს ხომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებანი ატარებენ და ამის მიუხედავად, ვირუსს ვერსად ვერაფერი აჩერებს.


მაშ რაშია საიდუმლო?


ჩვენ ამ კითვებზე პასუხი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არაბუნებრივია.


მკურნალი 




კომენტარები:

ფართი შოპი