მშვიდობა მინდა. არავის ვუტევ! – მიტროპოლიტმა დასჯილ სასულიერო პირებს შენდობა აღუთქვა

18 Apr 2021 15:30

ჭყონდიდის მიტრიპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ, ამბიონიდან ე.წ. „ამბოხებულ“ სასულიერო პირებს სინანულისა და საჯარო შენდობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის არავის უტევს, არც არავისთვის შეუტევია და ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებები მისგან პროვოცირებული არ იყო.


ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.


„ჯერჯერობით სიმშვიდისკენ მივდივართ, თუ რამე არ აირ-დაირია. მშვიდობა მინდა. არავის არ ვუტევ და არც არავისთვის შემიტევია. არცერთი დაძაბულობა ჩემ მიერ გამოწვეული და პროვოცირებული არ იყო. სიტუაციის გარჩევას არ ვცდილობ. მინდა, რომ აღდგომამდე თუ ვინმეს სურს დაინახოს თავისი სიტუაცია, მდგომარეობა შეიმსუბუქოს, მოვიდეს თუ ენდომებათ. ვისაც ზიარების პრობლემა აქვს, მიეცემა თუ სინანული ექნება. მღვდელმოქმედების საკითხებიც, თუ საჯაროდ მოინანიებენ ადამიანები, გარკვეული პირობები მექნება: როგორც ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ეკლესიას, ასევე ღიად შენდობა ითხოვონ“,- განაცხადა მან.





კომენტარები:

ფართი შოპი